საერთაშორისო კონფერენცია

21 ივნისი 2022, 11:06 442 ნახვა

ჰოსპიტალური სერვისების შესყიდვების პოლიტიკა, მეთოდოლოგიის დახვეწა, არსებული გამოწვევები და მიღწევები - ამ თემებზე იმსჯელეს მსოფლიო ბანკის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე. 

პარტნიორებს და შეხვედრის მონაწილეებს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებაზე გააცნეს ინფორმაცია და აღნიშნეს, რომ  უწყების საქმიანობის მიზანი ჰოსპიტალური სერვისების შესყიდვის ისეთი მექანიზმების დანერგვაა, რომელიც სისტემას უფრო გამჭვირვალეს, სამართლიანსა და ეფექტურს გახდის.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით,  აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა დაფინანსების დიაგნოზთან შეჭიდული მოდელი დანერგვისთვის და ამ მიმართულებით სამინისტრო  ჰოსპიტალურ სექტორთან და ჯანდაცვის ექსპერტებთან თანამშრომლობს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში