აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 28 მილიონი ლარით იზრდება. რეგიონის მთავრობამ მთავარი ფინანსურ დოკუმენტში ცვლილების მოთხოვნით აჭარის უმაღლეს საბჭოს უკვე მიმართა. კორექტირებული ბიუჯეტი დღეს ბიუროს სხდომაზე განიხილეს.
ცვლილების შემთხვევაში 9 მილიონი ლარით გაიზრდება აჭარის განათლების სამინისტროს დაფინანსება და თანხები ძირითადად სასწავლო გარემოს გაუმჯობესებაზე დაიხარჯება.
ამის გარდა რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, იზრდება სოციალური ინფრასტრუქტურული ხარჯები.
კორექტირებული ბიუჯეტით გაიზრდება უშვილობის პროგრამის დაფინანსება. პროგრამას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წელს პირველად ახორციელებს.
ცვლილებების შემდეგ აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 482 მილიონი ლარი იქნება.