პარლამენტის სხდომაზე პრემიერის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

22 ივნისი 2022, 15:18 1074 ნახვა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მოსმენა დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობით იმყოფება.

რამდენიმე წუთის წინ სხდომაზე, ხმაური იყო, სადაც საქართველოს მთავრობის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს სიტყვა შეაწყვეტინა, როდესაც მთავრობის მეთაური ევროკომისიის რეკომენდაციაზე საუბრობდა.

„მინდა, საუბარი დავიწყო ჩვენი მთავარი მიღწევით, რომლის მომსწრენიც ჩვენ გავხდით, რამდენიმე დღის წინ  ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყევტილება 17 ივნისს ყველასთვის ნანატრი ჩანაწერი გაჩნდა ოფიციალურ დოკუმენტში. ევროკომისიამ რეკომენდაციის სახით მიმართ ევროპულ საბჭოს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის ამ ფრაზას ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ღარიბაშვილს რამდენჯერმე მიმართა, რომ არის მოღალატე.

პრემიერმა დეპუტატს ჰკითხა, ექიმი ხომ არ სჭირდებოდა. 

„წამალი არ გაქვთ წამალი, მიუტანეთ დაამშვიდეთ. ყველაფერს სიმართლეს გეტყვით“, – მიმართა პრემიერმა დეპუტატს.

ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა გააფრთხილა, რომ თუკი პრემიერ-მინისტრს სიტყვით გაგრძელების საშუალებას არ მისცემდნენ, დარბაზს დაატოვებინებდა.

ღარიბაშვილი დეპუტატებს სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშს გააცნობს. ამის შემდეგ მთავრობის მეთაურს პარლამენტის წევრები კითხვებს დაუსვამენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში