ენმ-ის ბრალდება

22 ივნისი 2022, 17:26 1593 ნახვა

ეკოლოგიურ საფრთხეებსა და შესაძლო კორუფციაზე საუბრობს ნაციონალური მოძრაობის წევრი მიშა ბოლქვაძე. საუბარია ახალსოფელი-მახოს დამაკავშირებელ გზაზე. ბოლქვაძის თქმით, ბიუჯეტიდან ჯერ 7 მილიონი დაიხარჯა, მოგვიანებით კი დამატებით თანხები  ისევ გამოიყო, გზა კი  კვლავ  მოუწესრიგებელია. პარტიის წევრებს საქმის მოსაკვლევად განცხადება პროკურატურაში შეაქვთ. მიშა ბოლქვაძის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ოფიციალურ გვერდზე ინფორმაცია გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ახალშენის მიმართულებით, ჭოროხის გზის მოსაწესრიგებლად, ტენდერისთის საჭირო მოსამზადებელი პროცედურები უკვე დაიწყო.  დეპარტამენტში განმარტავენ, რომ  ჭოროხის საავტომობილო გზის - 3,5 კმ მონაკვეთის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია, დაიგო ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი. დარჩენილ ნაწილზე კი სამუშაოები მალე დაიწყება, უკვე დასრულდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა, ახლა კი ჯერი სატენდერო პროცედურებზეა.         ჭოროხის გზის მშენებლობისთვის მილიონ ნახევარი  ლარი გამოიყო.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში