პრემიერ-მინისტრის ანგარიში

23 ივნისი 2022, 11:56 601 ნახვა

გვიან ღამემდე გაგრძელდა ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა პარლამენტში. დეპუტატებს არაერთი შეკითხვა ჰქონდათ პრემიერთან, რომელმაც სესიის დასასრულს გასცა მათ შეკითხვებს  პასუხი. სწორედ ამ დროს ოპოზიციის ნაწილის მიერ სხდომათა დარბაზის დატოვა ირაკლი ღარიბაშვილმა უარყოფითად შეაფასა.

პრემიერის პასუხები ოპოზიციის დიდ ნაწილს არ მოუსმენია, რომელმაც თქვა, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა “ქართული ოცნების” პირობებში გაჩნდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ნაციონალური მოძრაობა დესტრუქციაში და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შეფერხებაში დაადანაშაულა.

სხდომის დასასრულს დასკვნითი სიტყვით ისარგებლეს დეპუტატებმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში