სტიქია სამეგრელოში

23 ივნისი 2022, 11:48 1337 ნახვა

სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან სამეგრელოსა და კახეთში. გადაუღებელი წვიმების შედეგად ადიდდა მდინარე ჯუმა, რომელმაც სოფელ დიდნეძში ორი საავტომობილო ხიდი დააზიანა. დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილი. განადგურებულია სავარგულები, ბოსტნები.

ზუგდიდის დაბალი ზონის სოფლებთან ერთად უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ხობის სოფელ ხეთასა და საჯიჯაოში. მთელი ღამის განმავლობაში პრობლემურ ადგილებში შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები მუშაობდნენ, ამჟამად გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან გურჯაანშიც. უხვი ნალექის შედეგად მუნიციპალიტეტის სოფლებია დატბორილი.

სეტყვამ და ძლიერმა ქარმა ჩუმლაყში  გაანადგურა ხეხილის ბაღების, ვენახების და ბაღჩეული კულტურების დიდი ნაწილი. ფერმერების უმრავლესობას მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში