ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე პრემიერ მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას დღეს ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ორგანიზაციაში გამოეხმაურნენ.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმის დახურვა - პოლიტიკური დავალებაა.
აკრიტიკებენ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, ამბობენ, რომ პრემიერმა გარდაცვლილი დეპუტატის ოჯახსა და ახლობლებს სტრასბურგის სასამართლოსკენ ტრიბუნიდან ცინიკურად მიუთითა.
ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავრობა შეიცვლება და ეს საქმე თაროდან აუცილებლად ჩამოვა.