მილიონობით რუბლი ხოშტარიას ოჯახის ანგარიშზე

23 ივნისი 2022, 19:38 683 ნახვა

“არავის ჩემთვის არ მოუმართავს დოკუმენტების გამოქვეყნებით, ამისთვის საჭიროა სასამართლოს დადგენილება. რაც უნდათ, ის უქნიათ, მით უმეტეს ამ ხელისუფლებას“– განაცხადა ელენე ხოშტარიას მამა გოგი ხოშტარიამ ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში “თავისუფალი სივრცე”. მისი განცხადებით, სოლიკო ვირსალაძის გარდაცვალების შემდეგ  ჰონორარს თავად და  მანანა ხიდაშელი, მისი დეიდაშვილი იღებენ. დეპუტატები ხოშტარიას გამოსვლას პასუხობენ, მათი ნაწილი ელენე ხოშტარიას პოლიტიკიდან წასვლას ურჩევს.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში