კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოს - პერსპექტივა 

24 ივნისი 2022, 12:06 706 ნახვა

ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. ასეთია საბჭოს საბოლოოდ გადაყწვეტილება, რომლის მიხედვითაც  ევროსაბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

კომისიის რეკომენდაციაა საქართველომ  განახორციელოს რეფორმები დეოლიგარქიზაციის  მიმართულებით, ინსტიტუციური გაძლიერება, ანგარიშვალდებულება, მართლმსაჯულების  მედიის დამოუკიდებლობა - ეს არიოს მთავარი პუნქტები, რომელთა შესრულებაც დაევალა საქართველოს.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტზე მიიღო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში