ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება

24 ივნისი 2022, 12:06 1284 ნახვა

ევროპულ გზაზე საქართველოს ხელისუფლებამ და მოსახლეობამ იცის, რა ნაბიჯები უნდა გადადგას სწორი მიმართულებით - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით ,საქართველოს შეუძლია პროგრესის მიღწევა. საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივას გამოეხმაურნენ საფრანგეთისა და ევროკომისიის პრეზიდენტები.

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, საქართველოსთვის ეს არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით, რადგან ქვეყანამ ამ ეტაპს პირველად მიაღწია. დაამატა, რომ საქართველოს მიღებული აქვს პერსპექტივა - საჭიროა რამდენიმე რეფორმის განხორციელება.

საქართველოში მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა უფრო მეტი ევროპისთვის და ეს იქნება საფუძველი იმ რეფორმებისთვის, რომელიც უნდა ჩატარდეს - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში