უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს სტატუსი, როგორც წამახალისებელი საჩუქარი - პრემიერი 

24 ივნისი 2022, 14:16 1006 ნახვა

საქარველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს ევროპული პერსპექტივაც და სტატუსიც, როგორც წამახალისებელი საჩუქარი. 

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ამ ქვეყნების არ შურს. 

''მინდა, კიდევ ერთხელ უკრაინას და მოლდოვას მივულოცო. მათ მიიღეს ევროპული პერსპექტივაც და მიიღეს სტატუსი, როგორც წამახალისებელი საჩუქარი. ვულოცავ მათ ამ აღიარებას, მინდა, ვუსურვო უკრაინას და მოლდოვას წარმატება, მათ ხალხს ვუსურვო კეთილდღეობა, მშვიდობა. უკრაინა არის უმძიმეს ომში და მოლდოვაც ასევე მძიმე მდგომარეობაშია, ასე რომ, ჩვენ არ გვშურს ნამდვილად მათი წახალისების, პირიქით, ვუსურვებ მათ წარმატებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში