აქციაზე შეკრებილებს ზელენსკიმ და არახამიამ მიმართეს

25 ივნისი 2022, 10:18 747 ნახვა

რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს უკრაინის პრეზიდენტმა და უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერმა მიმართეს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს და ქართველ მებრძოლებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ უკრაინასთან ერთად იბრძვიან. „საწყენია, რომ ყველა ქართველი დღეს იქცა ერთი ოლიგარქის ტყვედ, იმედი მაქვს, ქართველები სწორად შეაფასებენ თავიანთი ხელისუფლების ქმედებებს - ამ სიტყვებით მიმართა დავით არახამიამ რუსთაველზე შეკრებილებს.

მისი თქმით, უკრაინა და მათი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველო დიდ ევროპულ ოჯახს მიუერთდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში