ხელვაჩაურის მერიაში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მიმართვიანობა გაიზარდა

25 ივნისი 2022, 10:49 762 ნახვა

ხელვაჩაურის მერიაში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მიმართვიანობა გაიზარდა. მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით დაზარალებულების ნაწილი დამეწყრილ ტერიტორიაზე ფერდსამაგრი სამუშაოების განხორციელებას ითხოვს.

მერი გახშირებულ სტიქიურ მოვლენებს უხვ ნალექს და რთულ რელიეფს უკავშირებს, განმარტავს რომ მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 მილიონ 222 ათასი ლარი ფერდსამაგრი სამუშაოების განხორცილებისათვის გაიწერა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან სტიქიის შედეგად დაზარალებული ასზე მეტი ოჯახი ამ დრომდე მერიას ქირით ჰყავს გაყვანილი.

სტიქიამ შემოდგომაზე დააზარალა ოჯახები და ჩახერგა საავტომობილო გზები .

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში