ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა

25 ივნისი 2022, 18:00 1175 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა 5 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ელჩი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ინფორმაცია პრეზიდენტის ოფისის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.

ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია: საქართველო, სლოვაკეთი, პორტუგალია, ირანის ისლამური რესპუბლიკა და ლიბანის რესპუბლიკა.

გარდა ამისა, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ივან ბაკანოვის გათავისუფლებასაც აპირებს, მედიის ცნობით, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ხერსონში, წარუმატებელ ოპერაციას უკავშირდება.

ცნობისთვის, ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი, იგორ დოლგოვი 31 მარტს გაიწვია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში