პოლიტიკური სპექტრი საერთო მიზნისთვის გაერთიანებას ვერ ახერხებს

26 ივნისი 2022, 20:08 920 ნახვა

ევროკავშირის 12 მოთხოვნის შესრულებამდე 6 თვეზე ნაკლები რჩება, მაგრამ ჯერჯერობით ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნის, პოლარიზაციის დასრულების ჩანასახიც კი არ ჩანს.

იქედან გამომდინარე, რომ ოპოზიცია მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს აანონსებს, მმართველ გუნდში საერთოდ ვერ ხედავენ მოლაპარაკების პერსპექტივას და ოპოზიციის მოთხოვნები მიუღებლად მიაჩნიათ. ამბობენ რომ საქართველომ წინსვლა სწორედ ''ქართული ოცნების'' ხელისუფლების პირობებში დაიწყო და მხოლოდ კონსტრუქციული დიალოგით შეიძლება პროცესების დაძვრა, ხოლო ოპოზიციაში თვლიან, რომ კანდიდატის სტატუსზე უარი მთავრობის ბრალია და ამიტომ ყველა მისაღებ გზას უნდა მიმართონ, რომ მოქმედი მთავრობა გადადგეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში