ველოდებით, რომ ნატო-ს სამიტზე აღიარებული იქნება პროგრესი, რაც ჩვენს ქვეყანას ალიანსთან ინტეგრაციის მიმართულებით აქვს - პრემიერი

27 ივნისი 2022, 11:36 596 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, რომელიც ბრიუსელში ხვალ გაიმართება, ევროპელ ლიდერებთან მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

მისივე თქმით, საქართველოს ნატო-სთან ინტეგრაციის კუთხით პროგრესი აქვს. 

„ხვალ იწყება ნატო-ს სამიტი, სადაც ჩემი ხელმძღვანელობით, მთავრობის დელეგაცია მიემგზავრება. ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ ნატო-ს სამიტზე, პირადად გენერალური მდივნის მოწვევა მივიღე. ველოდებით, რომ იქნება შეფასებული და ასე ვთქვათ, აღიარებული ყველა ის პროგრესი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ამ წლების განმავლობაში. მექნება მაღალი დონის შეხვედრები ჩვენს ევროპელ ლიდერებთან. მიმაჩნია, ქვეყანამ დიდი პროგრესი განიცადა, თუნდაც ნატოს-სთან ინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენ გავხსენით ნატოს-სთან ერთობლივი საწრთვნელი ცენტრი კრწანისში. ვფიქრობ, ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა, რათა ჩვენი ჯარის თავსებადობა კიდევ უფრო გაეზარდა. ვაძლიერებთ ჯარს, მიმდინარეობს აქტიური რეფორმები ჯარში, ტრანსფორმაციისა და რეფორმების პროცესი. ყველა ეს დინამიკა იქნება შენარჩუნებული, თუ ქვეყანა გავა სამშვდობოზე, როგორც იტყვიან“, – განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში