გაუფასურებული ლარი

07 იანვარი 2017, 00:00 2184 ნახვა

ეროვნული ვალუტა გუშინდელთან შედარებით კიდევ სამი თეთრით გაუფასურდა. კომერციულ ბანკებში დღეს ლარის გასაყიდი ღირებულება 2 ლარი  და 69 თეთრიდან 2 ლარსა  და 73 თეთრამდე, ხოლო შესასყიდი 2 ლარი და 75 თეთრიდან 2 ლარსა და 80 თეთრამდე მერყეობს. თითქმის ანალოგიურია გაცვლითი კურსი სავალუტო ჯიხურებშიც. ლარი თითქმის 7 თეთრით არის გაუფასურებული ევროსთან მიმართებაშიც. ახალ გაცვლით კურსს ეროვნული ბანკი ორშაბათს დაადგენს. 

ამავე კატეგორიაში