ყინულის სახლის და საცურაო აუზის მშენებლობის საკითხი - ბრალდება და გამოხმაურება

27 ივნისი 2022, 10:42 916 ნახვა

''ნაციონალური მოძრაობა'' კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს და  საგამოძიებო უწყებებს თემით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

რეზო ხარაზის განცხადებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ  მშენებელ კომპანია  „ვესტინკორ ლიმიტედს“ დაუსრულებელ სამუშაოებში  20 მილიონი ლარი უნდა გადაუხადოს, მისი განცხადებით,  ამ კომპანიისთვის ავანსის სახით უკვე გადახდილი აქვთ 9 მილიონი ლარი. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით შეუსრულებელი ვალდებულებების გამო კომპანიასთან ხელშეკრულება დიდი ხნის წინ შეწყდა.

უწყების მიერ მოწოდებული წერილობითი ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში  მოეწყო საძირკველი, ყინულის არენის ფოლადის კონსტრუქცია, ასევე ვენტილაციის და განათების პროჟექტორები.  

სამინისტროში აცხადებენ, რომ  კონკურსის წესით უკვე გამოვლენილია ახალი კომპანია "ბი დაბლიუ ეს", რომელიც პროექტირების დოკუმენტზე მუშაობს.  მშენებლობის პროცესი კი წელსვე განახლდება. 

მიმდინარე წლის აჭარის ბიუჯეტში ყინულის სასახლის და საცურაო აუზის პროექტისთვის განსაზღვრულია მილიონ ლარზე მეტი. დამატებით კი საქართველოს მთავრობა პროექტს 20 მლნ ლარით დააფინანსებს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში