დაპირისპირება “ნაციონალურ მოძრაობაში”

07 იანვარი 2017, 00:00 2638 ნახვა

დაპირისპირება “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” გრძელდება, სერგო რატიანი საარჩევნო სიიდან პარტიის 6 წევრის ამოღებას ითხოვს, ესენი არიან - ლევან ბეჟაშვილი, ნინო კალანდაძე, დავით კირკიტაძე, ირაკლი ნადირაძე, პეტრე ცისკარიშვილი და ეკა ხერხეულიძე. რატიანის განცხადებით ეს ის პირები არიან, რომლებმაც ყრილობის საორგანიზაციო, თვითგამოცხადებული ექვსეული შექმნეს, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი ორგანო – პოლიტსაბჭო გააუქმეს. რატიანს თანაგუნდელები ეხმაურებიან. ლევან ბეჟაშვილის თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ორი დეპუტატი მანდატის დატოვებას აპირებს და ერთ-ერთის ნაცვლად პარლამენტში შესვლა ნინო კალანდაძეს უწევდა. ბეჟაშვილი ვარაუდობს, რომ პარტიის აღმასრულებელი მდივნის, გადაწყვეტილება პარტიული სიიდან 6 პირის ამოღების შესახებ, სწორედ ამას უკავშირდება.  ნინო კალანდაძის თქმით, ერთი დეპუტატი ნამდვილად აპირებს მანდატის დატოვებას და მის ნაცვლად სწორედ თვითონ უნდა შესულიყო პარლამენტში. რაც შეეხება ირაკლი ნადირაძის განცხადებას. მისი აზრით, რატიანის ნაბიჯის ერთადერთი მიზანი ყრილობის ჩატარებამდე პარტიის დაზიანებაა. იმ შემთხვევაში თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია “ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივნის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, სამი დღის შემდეგ “საარჩევნო კოდექსის” 120-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, მათ სიიდან მაინც ამოიღებენ. 

ამავე კატეგორიაში