მოსალოდნელი აქცია და პოლიტიკოსების მოსაზრებები

27 ივნისი 2022, 19:11 840 ნახვა

„შინ ევროპისკენ“ - მორიგი აქცია რუსთაველის გამზირზე 3 ივლისაა ჩანიშნული და როგორც ორგანიზატორებს მიაჩნიათ, მთავრობა ეროვნული თანხმობის საფუძველზე უნდა დაკომპლექტდეს. მიზანი კი, იმ 12 პუნქტის შესრულება უნდა იყოს, რომელიც ევროკომისიამ საქართველოსთან მიმართებაში წინაპირობებად დააყენა. ოპოზიციაში აზრი ორადაა გაყოფილი. „სტრატეგია აღმაშენებელი“ მოთხოვნებსა და აქციას უერთდება.  გირჩის წევრები კი არა, ამბობენ, რომ ევროინტეგრაციასთან ამ მოთხოვნებს კავშირი არ აქვს. იმისთვის, რომ საქართველო დაეწიოს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ მატარებელს, საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ საჭიროა ევროპული პოლიტიკური პროცესი და არა ქუჩაში გამოსვლა.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში