ბათუმის თოჯინების და ხულოს დრამატულ თეატრს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს

28 ივნისი 2022, 18:34 822 ნახვა

აჭარაში 2 თეატრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ირაკლი კიკვაძე, ხულოს დრამატულ თეატრში კი თამაზ ბოლქვაძე დაინიშნა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით,კანდიდატები სარეკომენდაციო საბჭომ შეარჩია და დასამტკიცებლად მინისტრს წარუდგინა. კონკურსის შედეგების გასაჩივრებას აპირებს თოჯინების თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ჩხაიძე. იგი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება მიკერძოებული და პოლიტიკური ნიშნით მოტივირებული იყო, რასაც კატეგორიულად უარყოფენ სამინისტროში და აცხადებენ, რომ პროცესი კანონის დაცვით წარიმართა და საჯარო კონკურსი თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ გამოცხადდა. რაც შეეხება ბათუმის დრამატულ თეატრს, როგორც სამინისტროში აცხადებენ, აქ შესაძლოა ახალი ხელმძღვანელი მინისტრმა ექსკლუზიური უფლების გამოყენებით, პირდაპირი დანიშვნის წესით წარადგინოს. ახალი სამხატვრო ხელმძღვანელები 4 წლის ვადით აირჩიეს. ისინი მუშაობას 1 ივლისიდან შეუდგებიან.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში