სააპელაციო სასამართლო შაქარაშვილის საქმეზე

28 ივნისი 2022, 19:31 1344 ნახვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულთა მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად დატოვა. პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სწორედ მსჯავრდებულებმა 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთაში მდებარე აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების გამო, შურისძიების მოტივით მდინარე არაგვის ნაპირთან სასტიკად სცემეს გიორგი შაქარაშვილი და გადააგდეს მდინარეში, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. მსჯავრდებულებს დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად. სასამართლომ სამ დაკავებულს სასჯელის სახით 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ორს, როგორც არასრულწლოვნებს, 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში