რომელი პარტიები მონაწილეობენ 3 ივლისის აქციაში?

29 ივნისი 2022, 17:21 805 ნახვა

რა მიზანს ემსახურება 3 ივლისს დაანონსებული აქცია და ვინ არის მთავარი ორგანიზატორი, საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის ნაწილისთვის ამ კითხვებზე პასუხი კვლავინდებურად ბუნდოვანია. მოქალაქეები და გირჩი აქციას არ უერთდებიან, მიაჩნიათ, რომ "ტექნიკური მთავრობის" იდეა არარეალურია და შედეგს ვერ მოიტანს. მეტიც, აცხადებენ, რომ მსგავსი მოთხოვნებით საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ. მართველ გუნდში კი აქციის ორგანიზატორების მიზანი ამოხსნილია, ამბობენ, რომ დაანონსებული აქციის უკან დესტრუქციული ოპოზიცია დგას, რომელიც ცდილობს ქვეყანაში არეულობის მოწყობას. მათივე განმარტებით,  ნებისმიერი არაკანონიერი ქმედება იქნება აღმოფხვრილი.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში