ოცნებიდან წასული დეპუტატების პირველი განცხადება და შეფასებები

29 ივნისი 2022, 19:28 922 ნახვა

საზოგადოება საჭირო სიმართლით თუ არ აღიჭურვება, თავად გახდება არეულობისა და ომის სცენარის ნაწილი, რაც ევროკავშირში ინტეგრაციას სამუდამოდ შეუძლებელს გახდის - ეს არის ციტატა ერთობლივი განცხადებიდან, რომელიც ქართული ოცნებიდან წასულმა სამეულმა გააკეთა. სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი მიიჩნევენ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის თემა იყო ერთგვარი „სათაგური“, რომელშიც ხელისუფლებას თავი შეაყოფინეს, ამაში თავდაპირველად სალომე ზურაბიშვილი ჩართეს. ახლა უკვე დამოუკიდებელი სტატუსის მქონე დეპუტატები ამბობენ, რომ ამ დეტალებზე უმრავლესობის სახელით ვერ ისაუბრებდნენ და წასვლის გადაწყვეტილებაც სწორედ ამიტომ მიიღეს.სახელისუფლებო პარტიაში კი აცხადებენ, რომ მათი მთავარი მიზანია საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. მათივე თქმით, ახლა სწორედ ამაზეა მმართველი გუნდის რესურსი მიმართული.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში