ევროკავშირის რეკომენდაციები - ელჩების შეფასებები

30 ივნისი 2022, 14:39 676 ნახვა

„მიზანი მიღწევადია და ახლოს არის“ - ასეთია საქართველოს ევროინტეგრაციისა და ევროკავშირის წევრობის პროცესზე  დიპლომატების პროგნოზები.  

საქართველოში  ჩეხეთის ელჩი  ყველა პოლიტიკური ძალისა და საზოგადოების ერთიანობის აუცილებლობაზე საუბრობს და   იმედი აქვს, რომ საქართველო წლის ბოლომდე მიაღწევს რეფორმების შედეგს. 

აცხადებს,  რომ  ეს არის პროცესი  და  სამუშაო  საქართველოსთვის და არა ევროკავშირისთვის.

ევროკომისიის დასკვნაზე და დოკუმენტში გაწერილი პუნქტების შესრულებაზე კი საფრანგეთის ელჩს მიაჩნია, რომ  მთავარი კითხვა და გამოწვევა არის ის, თუ როგორ უნდა შესრულდეს  ევროკომისიის  რეკომენდაციები, რადგან ისიც სხვა  დიპლომატის  მსგავსად ფიქრობს, რომ  საჭიროა ყველა ძალის გაერთიანება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში