დაპირისპირება აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე - პოლიტიკური შეფასებები

01 ივლისი 2022, 14:55 720 ნახვა

გამიზნული, დაგეგმილი უბინძურესი საქციელი და პროვოკაცია, ასე ეხმაურება დეპუტატი ანრი ოხანაშვილი მასსა და ვატო წერეთელს შორის მომხდარ დაპირისპირებას.  ოხანაშვილი, ისევე როგორც  „ტვ პირველის"  დამფუძნებელი ითხოვს გასაჯაროვდეს ყველა კადრი, რომ საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს.  მისი თქმით, ამ საკითხს უმკაცრესი რეაგირება უნდა მოჰყვეს.

კადრების გასაჯაროვების თხოვნით  კელი დეგნანს საქართველოში აშშ-ს ელჩს მიმართა თავად ვატო წერეთელმა, რომელიც აცხადებს, რომ საელჩოს ეზოში მიმდინარე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ. კონკრეტულად კი წერეთელი აცხადებს, რომ მას ხელი დაარტყა ანრი ოხანაშვილმა.

საელჩოს ტერიტორიაზე ძალადობაში მონაწილე პარლამენტარი მანდატს უნდა ტოვებდეს - ფიქრობს ოპოზიციის ნაწილი.

ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით,  ძალადობის წახალისება დაუშვებელია. არავისთვის ეს სასიამოვნო არ არის, თუმცა ოხანაშვილს ისეთი მძიმე შეურაცხყოფა მიაყენეს, რომ მას ნერვებმა უმტყუნა  - ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე.  

ტყუილსა და პროვოკაციაში ადანაშაულებს ვატო წერეთელს გია ვოლსკი.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში