საქართველოს პარლამენტი დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე მუშაობას იწყებს - ირაკლი კობახიძე

01 ივლისი 2022, 17:51 540 ნახვა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე იმუშავებს. ეს არის ერთ-ერთი იმ 12 რეკომენდაციიდან, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს რეკომენდაციის სახით მისცა, -  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, კანონპროექტი პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა და პარლამენტის მიერ მიიღებული იქნება არაუგვიანეს 29 ნოემბრისა.

„საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში იქნებიან ყველა საპარალამენტო პარტიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფი იმუშავებს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე, რომელიც საქართველოს პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა და პარლამენტის მიერ მიიღება არაუგვიანეს 29 ნოემბრისა“, – განაცახდა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში