ბათუმში, დროის მცირე პერიოდში მოსული უხვი ნალექის სალიკვიდაციო სამუშაოები რამდენიმე ქუჩაზე განხორციელდა

02 ივლისი 2022, 16:27 1137 ნახვა

ბათუმში დროის მცირე პერიოდში მოსული უხვი ნალექის სალიკვიდაციო სამუშაოები განხორციელდა რამდენიმე ქუჩაზე.

,,ბათუმის წყლის" მობილურმა ჯგუფებმა ამოტუმბვითი და სანიაღვრე ჭების გაწმენდითი სამუშაოები განახორციელეს.

სანიაღვრე წყლების სწრაფი გადინების მიზნით გახსნილია ზღვაში გამსვლელი ყველა არხი.

ძლიერი წვიმის გამო გადაადგილების პრობლემა არ შექმნია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებს და საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

შეზღუდვა არ დაფიქსირებულა წყალმომარაგებაში.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში