ხულოს მერიის დახმარება სოციალურად დაუცველებს

02 ივლისი 2022, 17:56 1122 ნახვა

ხულოს მერია უკიდურესად გაჭირვებულ ავარიული სახლების მქონე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს სახლების შეძენაში დაეხმარება.

თანადაფინანსება განხორციელდება როგორც ხის სახლზე, ასევე კაპიტალური სახლის მშენებლობაზე. ამ ეტაპისთვის თვითმმართველობაში პროგრამაში ჩასართავად 260 განაცხადია შესული. 

მოქალაქეების წერილობით განაცხადსა და შესაბამის დოკუმენტაციებს სპეციალური კომისია განიხილავს და გადაარჩევს.

წელს ხულოს მერიას პროგრამისთვის 210 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული, რომლითაც 14 მოქალაქეს საცხოვრებლის მშენებლობა დაუფინანსდება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში