აქციის სამზადისი

03 ივლისი 2022, 12:00 1070 ნახვა

თბილისში დაგეგმილ აქციას ბათუმიდანაც შეუერთდებიან. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მოქალაქეები დედაქალაქში უკვე გაემგზავრნენ.

მათი განცხადებით, დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ პოზიციას, რომ ქვეყნის ერთადერთი ნათელი მომავალი ევროპაშია და ქვეყანას სხვა ალტერნატივა არ გააჩნია.

მათივე თქმით, მმართველი პარტია ევროინტეგრაციის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმას არ გეგმავს, ამიტომ დასავლური კურსის დაცვა დღეს მოქალაქეების პასუხისმგებლობაა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში