დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციაში

08 იანვარი 2017, 00:00 2482 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შორის დაპირისპირებაა აჭარის რეგიონალურ ორგანიზაციაშიც. ირკვევა, რომ ხვალ ხულოში  კონფერენცია უნდა ჩატარდეს, რომელზეც 20 იანვარს დაგეგმილი ყრილობის დელეგატებს აირჩევენ. ღონისძიებასთან დაკავშირებით პრეტენზიები უკვე აქვთ ხულოს ორგანიზაციაში. კახა დეკანაძე  შეხვედრაზე დასწრებას არ აპირებს და ამბობს, რომ კონფერენცია არალეგიტიმურია. რადგან დეკანაძის განცხადებით, შეხვედრა შეთანხმების გარეშე ტარდება, რითაც წესდება ირღვევა. ელგუჯა ბაგრატიონის განმარტებით, ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' 20 იანვრის ყრილობისთვის დელეგატები აჭარის მასშტაბით, მხოლოდ ხულოს ორგანიზაციას არ შეურჩევია. 

ამავე კატეგორიაში