სახალხო დამცველის სარჩელი

06 ივლისი 2022, 20:19 965 ნახვა

სახალხო დამცველის განცხადებაზე, "ალტ-ინფოს" ბაზაზე დაფუძნებული პარტია "კონსერვატიული მოძრაობა" აიკრძალოს, ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ნინო ლომჯარია იქცა სუბიექტად, რომელიც არის ერთი კონკრეტული პარტიის დამცველი და ინტერესების გამტარებელი. ნინო ლომჯარიას მიერ მომზადებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება. გამომდინარე იქიდან, რომ ომბუდსმენს არ აქვს უფლებამოსილება აღნიშნული საქმით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ლომჯარიას დეპუტატების იმედი აქვს. ნინო ლომჯარია კონსერვატიული მოძრაობის აკრძალვის მიზეზად  გასული წლის 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს ასახელებს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში