ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაცია

07 ივლისი 2022, 10:37 791 ნახვა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგებზე წერს შემაჯამებელ რეზოლუციაში, რომელიც დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბირმინგემში, 29-ე სესიაზე მიიღო. რეზოლუციის თანახმად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა და ჰუმანიტარული სიტუაცია გაუარესებულია.

დოკუმენტში საუბარია ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ქართველების სხვადასხვა ფორმით დისკრიმინაციასა და ქართული კულტურული ძეგლებისთვის სახის შეცვლასა და მათ განადგურებაზე. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და კონსტრუქციული მონაწილეობა მიიღოს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 29-ე სესიას არ ესწრებოდა რუსეთის საპარლამენტო დელეგაცია. მისი წევრები უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო სანქცირებულთა სიაში არიან და დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უარი თქვა ქვეყანაში მათ შეშვებაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში