ევროვიზიის გამარჯვებული უკრაინული ჯგუფი ბათუმშია

07 ივლისი 2022, 19:27 1762 ნახვა

ექსკლუზიური ინტერვიუ. ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული, უკრაინული ჰიპ-ჰოპ ჯგუფი KALUSH Orchestra-ს კონცერტს ბათუმში მაყურებელი ხვალ იხილავს. ჯგუფი ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული გახდა, სიმღერით "Stefania", რომელმაც მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან უდიდესი სიმპატია და მოწონება დაიმსახურა, რაც მნიშვნელოვანი განაცხადი იყო, უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე ომის ფონზე. ჯგუფის ფრონტმენი Oleh Psiuk აღნიშნავს, რომ ეს სიმღერა მან დედას მიუძღვნა, თუმცა მიმდინარე მოვლენების ფონზე, აღნიშნულმა სიმღერამ დამატებითი მნიშვნელობაც შეიძინა, რაც საკუთარი სამშობლოსა და მიწა-წლის სიყვარულს გულისხმობს. ამ შინაარს კი განსაკუთრებით კარგად ეხმიანება სიმღერაში არსებული ტექსტიც. ჯგუფის წევრები აქტიურად არიან ჩართული ომის შედეგად დაზარალებული ხალხის დახმარების მიმართულებით. ისინი თვლიან, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია მათი აქტიურობა შემოქმედებით სფეროში, მათი უნიკალური სტილის: რეპის, ჰიპ-ჰოპისა და ტრადიციული უკრაინული ფოლკ მუსიკის შერწყმით, რათა მსოფლიოს უკეთ მიაწვდინონ უკრაინის ხმა და ამ ყველაფერში საკუთარი წვლილი შეიტანონ.  ექსკლუზიური ინტერვიუ ჯენი კვანტალიანმა ჩაწერა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში