დიმიტრი ხუნდაძის განცხადება

08 ივლისი 2022, 11:28 800 ნახვა

ყაველაშვილთან ერთად ასევე ქართული ოცნების რიგებიდან გასული კიდევ ერთი დეპუტატის განცხადებას გაგაცნობთ.

,,მივმართავ სცენარის ავტორებს დასავლეთიდან ჩრდილოეთამდე, გააჩერეთ თქვენი ხელის პოლიტიკოსები, თორემ შედეგი ყველასთვის იქნება ძალიან მძიმე, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე, რომლითაც  ეხმაურება ოპოზიციის ბრალდებებს. 

,,როგორც გიორგი ვაშაძეს ასევე სხვა ოპოზიციონერებს ძალიან სურთ, რომ პოლიტიკური ამნეზია დამართონ ხალხს, მაგრამ საბედნიეროდ მათ ყველაფერი კარგად ახსოვთ. მაგალითად: სახალხო დამცველი როგორ აღვივებდა ომის პროპაგანდას. მისი სიტყვებია: "დგება მომენტი, როცა ბომბებისგან მიღებული ცეცხლი ჯობდეს", ოპოზიციის წარმომადგენლების და უკრაინელი მაღალჩინოსნების მოწოდება, რომ ახლა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში შესვლის დროა. მათ სურთ უკრაინაში გამწარებული დედების ბედი ქართველმა დედებმაც გაიზიარონ, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ევროპული საქართველოს წარმომადგენლის, ჭიაბერაშვილის აღიარება, რომ მას სურს ომი და ა.შ.“ - აცახდებს ხუნდაძე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში