სომხეთის დელეგაციის ვიზიტი

08 ივლისი 2022, 14:26 619 ნახვა

საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება სომხეთის დელეგაცია. ვიზიტის მიზანია, საჯარო ფინანსების მართვის, ასევე, საგადასახადო და საბაჟო სფეროში ურთიერთთანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დელეგაციის წევრებმა მოინახულეს საბაჟო-გამშვები პუნქტი „სადახლო“ და ადგილზე გაეცნენ პროცედურებს. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ფინანსთა მინისტრთან და   შემოსავლების სამსახურის უფროსთან.

მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები.

ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ხელი მოაწერეს ოქმს „მონაცემთა გაცვლის წინასწარი ელექტრონული სისტემის სრული დანერგვის შესახებ.“

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში