პრემიერის ვიზიტი ავსტრიაში

08 ივლისი 2022, 18:02 698 ნახვა

ავსტრიაში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ავსტრიის კანცლერს შეხვდა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო ძალიან აფასებს ავსტრიასთან მეგობრობას და თანამშრომლობას. შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე კი ავსტრიის კანცლერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორის მხარდაჭერა ევროინტეგრაციის პროცესში, თავის მხრივ კი, რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე და ამ ფონზე ავსტრიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეკითხვა დაისვა საქართველოში ბოლო დროის მოვლენებსა და საპროტესტო აქციებზე. მთავრობის მეთაურის განცხადებით,  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და ამაში დასარწმუნებლად მან კითხვის ავტორი ჟურნალისტი საქართველოში მოიწვია. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში