ყაველაშვილის ღია წერილი კელი დეგნანს - შეფასებები

08 ივლისი 2022, 18:21 890 ნახვა

„ქართული ოცნებიდან“ წასულმა მიხეილ ყაველაშვილმა ღია წერილით მიმართა კელი დეგნანს, რომელშიც იგი ამბობს, რომ კარგი იქნებოდა ამერიკის იმიჯის დასაცავად ენმ-ის პროვოკაციებს საჯაროდ გამიჯვნოდა. ყაველაშვილის ამ განცხადებაზე „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მათ სჭირდებათ მკაფიო განცხადებები  პარტნიორი ქვეყნის ელჩებისგან, რომ ისინი ემიჯნებიან ომისკენ მოწოდების განცხადებებს. „ქართველმა ხალხმა თუ დაიჯერა, რომ ამერიკას მთავრობის გადატრიალება და ხელისუფლებაში "ომის პარტიის" მოყვანა სურს, რომელმაც ქვეყანა ომში და ბევრ სხვა უბედურებაში ერთხელ უკვე გახვია, მერწმუნეთ, საქართველოში "ამერიკულმა იდეამ" სრული გაუფასურება შეიძლება განიცადოს.“ - დაწერა მიხეილ ყაველაშვილმა. მის ამ სიტყვებს, ოპოზიციის სხვა ნაწილში ანტიდასავლური უწოდეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში