12 რეკომენდაცია - კონსულტაციები და პოზიციები

08 ივლისი 2022, 20:54 850 ნახვა

ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მორიგი მსჯელობა დღეს დასრულებულია. როგორ უნდა შეასრულოს ქვეყანამ ევროკომისიის მიერ წარდგენილი 12 რეკომენდაცია, ყველას თავისი მოსაზრება აქვს. ოპოზიციის ერთი ნაწილი ყველა ფორმატში აპირებს მონაწილეობის მიღებას, მეორეს კი საკუთარი პირობები აქვს, რისთვისაც რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ითხოვს. დღეს იმაზეც მსჯელობდნენ რა დღის წესრიგი უნდა ჰქონდეს რიგგარეშე სხდომას, რომლის დანიშვნაც ამ დრომდე კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, რადგან ამაზე რამდენიმე დღის წინ იყო პასუხი „ქართული ოცნებიდან“,რომ რიგგარეშე სხდომები მხოლოდ საგანგებო სიტუაციების დროს ან უკვე განხილული კანონპროექტის შემთხვევაში ინიშნება.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში