პრემიერის ვიზიტი ავსტრიაში

08 ივლისი 2022, 21:08 746 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ავსტრიაში დასრულდა. ბოლო შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამართა. საკანონმდებლო ორგანოს  ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე საქართველოს მთავრობის მეთაურმა სამახსოვრო ჩანაწერების წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა. ვიზიტის შედეგები მედიასთან საგარეო საქმეთა მინისტრმა შეაჯამა. ილია დარჩიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ავსტრია იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ძლიერად შეუწყობს ხელს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში