ევროინტეგრაციის პროცესი

10 ივლისი 2022, 14:25 1089 ნახვა

ვის რა გზით წარმოუდგენია ევროინტეგრაციის პროცესი? - შეძლებენ თუ არა პოლიტიკური სუბიექტები პარტიული ინტერესების გვერდზე გადადებას და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომას, თუ გზა ევროკავშირისკენ ქუჩის პროტესტზე გადის? - ბრიუსელის მიერ ქვეყნისთვის მიცემული ვადა დღითიდღე მცირდება, თუმცა პოლიტიკოსები დეპოლარიზაციას ვერ ახერხებენ.

მიუხედავად პარტნიორების არაერთგზის მოწოდებისა, მუშაობის ნაცვლად მხარეები ურთიერთბრალდებებით არიან დაკავებული.

მმართველი გუნდი ოპონენტებს მოლაპარაკების მაგიდასთან იწვევს, მაგიდაზე დევს სახელისუფლებო პარტიის გეგმაც, თუმცა ოპოზიციის ნაწილი გზას ევროპულ ოჯახამდე სხვაგვარად ხედავს. ოპოზიციის ნაწილი არც საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციებში  მონაწილეობს, არც სამუშაო კომისიებში. ერთმანეთთან თანხვედრაში არ მოდის არცერთი პარტიის ხედვა.

ოპონენტების პოზიცია კი „ქართულ ოცნებას“ იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ ოპოზიციას ევროინტეგრაცია არ უნდა.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში