სასამართლო რეფორმა - სამუშაო ჯგუფი დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შეიკრიბება 

11 ივლისი 2022, 12:03 860 ნახვა

სასამართლო რეფორმის საკითხზე დღეს დეპუტატები  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ.  კანონმდებლები გატარებულ რეფორმებს განიხილავენ და სამომავლო გეგმებსაც დასახავენ,  შეჯერდებიან შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით.

უმრავლესობაში ამბობენ, რომ თორმეტპუნქტიან გეგმაზე მუშაობას დაუყოვნებლივ იწყებენ და  აქცენტს ოპოზიციის ჩართულობის მნიშვნელობაზე აკეთებენ.

რიგგარეშე სხდომის დანიშვნამდე ოპოზიციის ნაწილი კონსულტაციებში ჩართვაზე კვლავ უარს აცხადებს. არც დღეს აპირებენ პარლამენტში სასამართლო რეფორმის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრას დაესწრონ და შიდა კონსულტაციების გამართვას გეგმავენ.

კოლეგებისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ "გირჩს", "მოქალაქეებსა" და გიორგი გახარიას პარტიას.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში