სახალხო დამცველი: უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა და ფორმატი

11 ივლისი 2022, 11:25 807 ნახვა

„ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, ყველა ფორმატი იმისათვის, რათა ევროკავშირს დავანახოთ, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი დაბრუნებულია - ამ პროცესში, მე მზად ვარ მივიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ბოლო დროს გაკეთებული განცხადებებიდან და მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე სკეპტიციზმი არსებობს.

„არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ პროცესის დანახვა სჭირდება ევროკავშირს, ისინი ელოდებიან, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე: მართლმსაჯულება, ანტიკორუფციული მიმართულება, სამართალდამცავი უწყებები, არჩევნები, გადადგმული იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯები“. - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში