რამდენიმე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრებმა პარტია დატოვეს

11 ივლისი 2022, 15:06 1073 ნახვა

„ქართული ოცნებიდან'' წასულებს და კელი დეგნანის კრიტიკას რეგიონებიდან სხვა დეპუტატებიც შეუერთდნენ. ლაგოდეხში, ჭიათურაში, თერჯოლასა და ახალციხეში „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრებმა თანამდებობა და პარტია დატოვეს.

როგორც ისინი აღნიშნავენ, ეს გადაწყვეტილება იმ პარლამენტარების მხარდასაჭერად მიიღეს, რომელთაც „ქართული ოცნება“ ცოტა ხნის წინ დატოვეს - საუბარია მიხეილ ყაველაშვილზე, დიმიტრი ხუნდაძესა და სოზარ სუბარზე. ისინიც კელი დეგნანს აკრიტიკებენ.

საკრებულოს წევრები უკმაყოფილებას გამოხატავენ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ იმ განცხადების გამო, რომლითაც დეგნანი მიხეილ ყაველაშვილის მიერ მისდამი განკუთვნილ საჯარო წერილს გამოეხმაურა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში