წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის საგანგებო მონიტორინგის ანგარიში

11 ივლისი 2022, 14:34 626 ნახვა

წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის მიერ საქართველოში განხორციელებული საგანგებო მონიტორინგის ანგარიშის საჯარო განხილვა.

ღონისძიებას სახელმწიფო უწყებების, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ქვეყანაში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები დაესწრნენ.

სახალხო დამცველის განცხადებით, დღევანდელი ღონისძიება ეხმაურება იმ რეკომენდაციებს, რომლებიც ევროკავშირს აქვს გაცემული საქართველოს მიმართ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საშემოდგომო სესიის დაწყებისთანავე პარლამენტს ექნება აღნიშნული ანგარიშის შინაარსობრივი, საგნობრივი განხილვის საშუალება და მოხდება იმ მტკიცებულებების გაანალიზება, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატმა მოიპოვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში