ნიკა მელიას გადაყენების საკითხზე დღეს აღარ იმსჯელებენ

09 იანვარი 2017, 00:00 2750 ნახვა

''ნაციონალური მოძრაობის'' ფრაქციის სხდომა, რომელზეც ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობიდან ნიკა მელიას გადაყენების საკითხი უნდა განხილულიყო, დღეს აღარ გაიმართება. ფრაქციის წევრებს კონსულტაციებისთვის სამი დღე გიგი უგულავამ სთხოვა. არაოფიციალური ინფორმაციით, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობაზე ოთარ კახიძისა და ირაკლი აბესაძის კანდიდატურები განიხილება. ამასთან უკვე ცნობილია, რომ თავად  ნიკა მელია თანამოაზრეებთან ერთად ცალკე საპარლამენტო ფრაქციას შექმნის. როგორც ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაზა ბიბილაშვილი აცხადებს, ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას გადაყენებას ე.წ. ბოკერია-უგულავას გუნდის წევრები გეგმავენ. 

ამავე კატეგორიაში