კელი დეგნანი: აშშ კატეგორიულად გმობს ჟურნალისტებზე ძალადობასა და მათ შევიწროებას

13 ივლისი 2022, 11:49 690 ნახვა

შეერთებული შტატები კატეგორიულად გმობს ჟურნალისტებზე ძალადობასა და მათ შევიწროებას.

პასუხი უნდა აგონ მათ, ვინც ჟურნალისტებს ემუქრება და თავს ესხმის, - ეს განცხადება  საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა" და "მედიის ადვოკატირების კოალიციის" წევრებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

კელი დეგნანის განცხადებით, 5 და 6 ივლისის  ძალადობა გვახსენებს ძალადობის ორგანიზატორებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მნიშვნელობას, დაუსჯელობა კი შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ძალადობა მისაღებია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში