სასამართლო რეფორმა - სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

13 ივლისი 2022, 11:10 630 ნახვა

სასამართლო რეფორმის საკითხი - სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ამ წუთებში დახურულ კარს მიღმა  მიმდინარეობს პარალემნტში, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან. სამუშაო ჯგუფი „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად ინიცირებული პროცესის ფარგლებში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შექმნა.

შეხვედრას ესწრება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მასში მონაწილეობს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი.   

შეხვედრას ოპოზიციიდან ესწრებიან "გირჩის", "მოქალაქეების," პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატები.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში