მოხსენება ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციის მინისტრების მინისტერიალზე  

13 ივლისი 2022, 11:01 434 ნახვა

პრაღაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციის მინისტრების მინისტერიალი გაიმართა, რომელშიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრები მონაწილეობდნენ.

მინისტერიალის ერთ-ერთი განსახილველი საკითხი სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობა და ქვეყნებს შორის ელექტრონული საშუალებებით ინფორმაციის გაცვლა იყო. 

რატი ბრეგაძის განმარტებით, საქართველო მზადაა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობა ელექტრონული და ციფრული საშუალებებითაც წარმართოს, რის შესაძლებლობასაც იძლევა საქართველოს კანონმდებლობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

კერძოდ, საქართველოში წლებია აქტიურად გამოიყენება ელექტრონული ხელმოწერისა და დოკუმენტაციის ციფრული საშუალებებით გაცვლის პლატფორმები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში