დეოლიგარქიზაცია, რომელიც აღნიშნულია ევროკომისიის მოხსენებაში, ნიშნავს საქართველოს დებიძინიზაციას ან დეივანიშვილიზაციას - რასა იუკნევიჩიენე ​

13 ივლისი 2022, 14:11 819 ნახვა

„საქართველო, მე ვიტყოდი, რომ ერთი ადამიანის ტყვეობაშია და თუ „ქართულ ოცნებას“ არ ესმის, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, რომელიც აღნიშნულია ევროკომისიის მოხსენებაში, მე მათ დავეხმარები მათ ამის გაგებაში. ეს ნიშნავს საქართველოს დებიძინიზაციას ან დეივანიშვილიზაციას"-ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, „ევროპის სახალხო პარტიის“ ვიცე-თავმჯდომარემ, რასა იუკნევიჩიენემ საქართველოსთან ევროკავშირის ასოცირების წლიური ანგარიშის განხილვაზე განაცხადა.

ევროპარლამენტარის თქმით, საქართველო ერთი ადამიანის ტყვეობაშია.

" სწორედ ეს სჭირდება საქართველოს მოსახლეობას, რომ აღარ იყოს ერთი ადამიანის ტყვეობაში. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ევროპარლამენტში მხარი დავუჭირეთ რეზოლუციას, სადაც სანქციებია ნახსენები და არ შეწყვიტოთ ამაზე ფიქრი. ასევე, ყურადღებას ვაქცევ ევროკომისიას და სხვა ინსტიტუტებს ჩვენს რეზოლუციასთან დაკავშირებით.

ვფიქრობ, უნდა დავეხმაროთ ქვეყანას, რომ იყოს გათავისუფლებული და თავისუფალი, ღიად ვიტყოდი, კრემლის მსგავსი პოლიტიკოსებისგან. ეს ძალიან ეხმარება კრემლს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობისგან შორს იყოს სამომავლოდ. ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ ვხედავთ, რომ მოქალაქეები თავისით ცდილობენ ქვეყნის ისტორიაში უდიდესი დემონსტრაციების ორგანიზებას. მე ვხედავ ძალიან პოზიტიურ და ოპტიმისტურ მცდელობებს ამ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისგან და ვფიქრობ, რომ ისინი შეასრულებენ საკუთარ სამუშაოს და ჩვენ ყველა ერთად შევიყვანთ ამ ხალხს ევროკავშირის ოჯახში ჩემ სიცოცხლეში“, – განაცხადა რასა იუკნევიჩენემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში